ძიება
  • Русский
  • Georgian

მხარდაჭერა: +995 (32) 215-70-51

ვაჭრობას ფორექსზე და CFD-ზე აქვს მნიშვნელოვანი რისკი

  • პროექტი «სინქრონული ვაჭრობა»
  • ინვესტორი
  • ტრეიდერი
  • რეიტინგი
  • რა არის პროექტი «სინქრონული ვაჭრობა»?

    პროექტი "სინქრონული ვაჭრობა"- ეს არის ტრეიდერის ანგარიშიდან ინვესტორების ანგარიშებზე მიერთებული სავაჭრო გარიგებების პროპორციული კოპირების სერვისი. თუ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ინვესტორების ანგარიშებზე დაკოპირებული გარიგებების შედეგი არის დადებითი, ასეთ შემთხვევაში შემოსავლიდან ტრეიდერი იღებს მის მიერ დაწესებულ საკომისიო ანაზღაურებას

  • როგორ ხდება ტრეიდერის გარიგებების დაკოპირება?

    სავაჭრო ოპერაციები კოპირდება ინვესტორის ანგარიშიდან ტრეიდერის ახალი გარიგებიდან დაწყებული.

    გადადებული ორდერები არ კოპირდება ინვესტორის ანგარიშზე. ტრეიდერის სავაჭრო ოპერაციების კოპირება, რომლებიც განხორციელდა გადადებული ორდერების მეშვეობით, შესაბამისი ორდერების აქტივაციის მომენტში ხორციელდება.

    ტრეიდერის სავაჭრო ოპერაციების კოპირების მოცულობა ანგარიშდება ინვესტორის და ტრეიდერის სახსრების თანაფარდობის საფუძველზე:


    ინვესტორის გარიგების მოცულობა = კოეფიციენტი х ინვესტორის სახსრები ტრეიდერის სახსრები x ტრეიდერის გარიგებების მოცულობა


    სახსრები ითვალისწინებს ბალანს, არაშესრულებულ შედეგს ღია პოზიციებზე და კრედიტებს, თუ ისინი წარდგენილია კომპანიის მიერ.

  • შეუძლია თუ არა ინვესტორს ტრეიდერისგან დაკოპირებული გარიგებების მართვა?

    დიახ, შეუძლია. თუ ინვესტორმა შეცვალა ღია გარიგების რაიმე პარამეტრი (StopLoss,TakeProfit) და შეასრულა ღია პოციზიის ნაწილობრივი დახურვა, ასეთ შემთხვევაში გარიგება გადადის ინვესტორების მართვაზე.

    გარიგების გადასვლა ინვესტორის მართველობაში ნიშნავს, რომ მოცუმული გარიგების დახურვა არ შესრულდება ტრეიდერის ანგარიშზე შესაბამისი სავაჭრო ოპერაციის დახურვის დროს და ინვესტორმა თავად უნდა ადევნოს თვალი ამ გარიგებას და შესაბამისად დახუროს ის.

  • რატომ იჭრება საკომისიო ინვესტორის ანგარიშზე ყოველი მომგებიანი დაკოპირებული გარიგების დროს?

    ყოველი მომგებიანი დაკოპირებული გარიგების დროს ინვესტორის ანგარიშზე იჭრება საკომისიო იმ მოცულობით, რომელიც დაწესებულია ტრეიდერის მიერ, კომენტარით "cmsn lock". მოცემული საკომისო იჭრება ინვესტორის ანგარიშიდან და ხდება მისი რეზერვაცია სპეციალურ ბუფერულ ანგარიშზე. შეგროვილი სახსრები ამ ბუფერული ანგარიშიდან ნაწილდება ინვესტორს და ტრეიდერს შორის ურთიერთ ანგარიშის დროს.

  • რა არის ბუფერული ანგარიში?

    ბუფერული ანგარიში - ეს არის სპეციალური ანგარიში, სადაც გროვდება საკომისო მომეგებიანი ანგარიშებიდან, რომლებიც დაკოპირებული იყო ინვესტორის ანგარიშზე. შეგროვებული საკომისიო ნაწილდება ინვესტორს და ტრეიდერს შორის ანგარიშწორების დროს. ბუფერული ანგარიში საჭიროა ინვესტორის და ტრეიდერის ინტერესების დასაცავად, რადგან ინვესტორს არ შეუძლია მოხსნას ტრეიდერისთვის განკუთვნილი სახსრები, ტრეიდერს კი არ შეუძლია მიიღოს საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კუთვნილზე უფრო მეტი საკომისიო ანაზღაურება.

  • როგორ ხდება ანგარიშწორება ტრეიდერს და ინვესტორს შორის?

    ანგარიშწორება ინვესტორს და ტრეიდერს შორის ხორციელდება დანთქმულ პერიოდში ინვესტორის ანგარიშზე ღია რეპლიცირებული პოზიციების არარსებობის დროს

    ტრეიდერის ანაზღაურება შეადგენს ინვესტორის ანგარიშზე დაკოპირებული გარიგებებიდან მიღებული ჯამური შემოსავლის ნაწილს. ტრეიდერის ანაზღაურება იჭრება ბუფერული ანგარიშიდან და გროვდება მის სავაჭრო ანგარიშზე კომენტარით "cmsn from". ბუფერული ანგარიშის სხვა სახსრები ბრუნდება ინვესტორის ანგარიშზე კომენტარით "cmsn return".

  • რას ნიშნავს ინვესტორის ანგარიში?

    ინვესტორის ანგარიში - ეს არის სავაჭრო ანგარიში კომპანია TeleTrade-ში, რომელიც დარეგისტრირებულია პროექტში "სინქრონული ვაჭრობა" ინვესტორის ანგარიშის სახით.

  • როგორ გავხსნათ ინვესტორის ანგარიში?

    ინვესტორის ანგარიშის გასახსნელად საჭიროა:

    • დაარეგისტრიროთ პირადი კაბინეტი და გახსნათ სავაჭრო ანგარიში კომპანია TeleTrade-ში.
    • "ინვესტიციების" განყოფილებაში აირჩიოთ მენიუს პუნქტი "სინქრონული ვაჭრობა".
    • აირჩიოთ სავაჭრო ანგარიში, რომელიც უნდა დაარეგისტრიროთ ანგარიშის სახით.
    • მივანიჭოთ სავაჭრო ანგარიშს "ინვესტორის" სტატუსი შესაბამის ღილაკზე დაჭერის გზით.
  • როგორ მივაბათ ინვესტორის ანგარიში ტრეიდერის ანგარიშს?

    ინვესტორის ანგარიშის მისაბმელად ტრეიდერის ანგარიშთან საჭიროა:

    • პირად კაბინეტში განყოფილებაში "ინვესტიციები" აირჩიოთ მენიუს პუნქტი "სინქრონული ვაჭრობა".
    • აირჩიოთ სავაჭრო ანგარიში, რომელიც უნდა მიაბათ ტრეიდერის ანგარიშს.
      საჭიროებისამებრ მიანიჭოთ ანგარიშს "ინვესტორის" სტატუსი.
    • დააჭიროთ ღილაკს "ტრეიდერის მიერთება".
    • გახსნილ ფანჯარაში, ველში "ტრეიდერის კონტრაქტი/მომხმარებელი" შეიყვანოთ ტრეიდერის შესაბამისი მონაცემები: ტრეიდერის კონტრაქტი ან მომხმარებელი.
    • დააჭიროთ ღილაკს "ძებნა".
    • გაეცნოთ ინფორმაციას ტრეიდერის და მისი საკომისიო ანაზღაურების შესახებ და დააჭიროთ ღილაკს "შემდეგ".
    • გაჩენილ ფანჯარაში დააყენოთ გარიგების კოპირების პროცენტი და დააჭიროთ ღილაკს "დადასტურება".
  • როგორ გავაუქმოთ ინვესტორის ანგარიშის მიბმა ტრეიდერის ანგარიშისგან?

    ინვესტორის ანგარიშის მიბმის გასაუქმებლად ტრეიდერის ანგარიშისგან საჭიროა:

    • პირად კაბინეტში განყოფილებაში "ინვესტიციები" აირჩიოთ პუნქტის მენიუ "სინქრონული ვაჭრობა"
    • აირჩიოთ სავაჭრო ანგარიში, რომლის მიბმაც უნდა გააუქმოთ ტრეიდერის ანგარიშისგან.
    • დააჭიროთ ღილაკს " ტრეიდერის გათიშვა" და გახსნილ ფანჯარაში დაადასტუროთ მოქმედება.
  • რატომ არის შესაძლებელი ინვესტორის ანგარიშის მხოლოდ ერთ ტრეიდერთან მიბმა?

    პროექტში "სინქრონული ვაჭრობა" ტრეიდერს და ინვესტორს შორის მაქსიმალური ფინანსური გამჭვირვალობის მისაღწევად ინვესტორის ერთი ანგარიშის ტრეიდერის მხოლოდ ერთ ანგარიშთან მიბმა არის შესაძლებელი. ტრეიდერებისგან პორტფელის შესაქმნელად რეკომენდირებულია ინვესტორის რამოდენიმე ანგარიშის გახსნა და მათი შესაბამისად ტრეიდერებთან მიბმა.

  • რას ნიშნავს ტრეიდერის ანგარიში?

    ტრეიდერის ანგარიში - ეს არის სპეციალური ანგარიში, რომელიც დარეგისტრირებულია "სინქრონული ვაჭრობის" პროექტში კომპანია TeleTrade-ში ტრეიდერის ანგარიშის სავაჭრო სიგნალების მიმწოდებლის სახით

  • როგორია ტრეიდერის მინიმალური საწყისი კაპიტალი?

    ინვესტორების ინტერესების შესასრულებლად ტრეიდერის ანგარიშზე საკუთარი სახსრების მოცულობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2 000 USD-ს.

  • როგორ გავხსნა ტრეიდერის ანგარიში კომპანია TeleTrade-ში?

    ტრეიდერის ანგარიშის გასახსნელად საჭიროა:

    • პირადი კაბინეტის დარეგისტრირება და სავაჭრო ანგარიშის გახსნა კომპანია TeleTrade-ში.
    • სავაჭრო ანგარიშის შევსება არანაკლებ 2 000 USD.
    • "ინვესტიციების" განყოფილებაში აირჩიოთ მენიუს პუნქტი "სინქრონული ვაჭრობა".
    • დაარეგისტრიროთ სავაჭრო ანგარიში ტრეიდერის ანგარიშის სახით შესაბამისი ღილაკზე დაჭერის გზით.
    • შეავსოთ ტრეიდერის პროფილი და ანგარიშის პროფილი.
  • როგორ ანგარიშდება ტრეიდერის შემოსავლიანობა?

    ტრეიდერის შემოსავლიანობა ანგარიშდება ანგარიშის მდგომარეობის ყოველდღიური ცვლილების საფუძველზე. შემოსავლიანობის დაანგარიშების დროს არ მონაწილეობს რაიმე საბალანსო ოპერაციები. ეს ნიშნავს, რომ მონაცემები შემოსავლიანობის შესახებ ასახავს მხოლოდ ტრეიდერის სავაჭრო ოპერაციების შედეგს.

  • რას ნიშნავს ყოველდღიური შემოსავლიანობის ცვალებადობა?

    ყოველდღიური შემოსავლიანობის ცვალებადობა - ეს არის სიდიდე, რომელიც ასახავს შემოსავლიანობის ყოველდღიურ ცვლილებებს მისი საშუალო სიდიდესთან მიმართებაში. შემოსავლიანობის რხევები - ეს რისკია. მაღალი რხევები - ეს მაღალი რისკია.

  • რას ნიშნავს რისკის პარამეტრი?

    რისკის პარამეტრი - ეს არის ყოველდღიური შემოსავლიანობის რხევების ნორმირებული მაჩვენებელი ბოლო 14 სავაჭრო დღის განმავლობაში. თუ ეს მაჩვენებელი მაღალია (5), ესე იგი ტრეიდერი უშვებს შემოსავლიანობის მაღალ რხევებს, ანუ გამოიყენებს აგრესიულ სავაჭრო სტრატეგიებს. დაბალი მაჩვენებელი (1) გვეუბნება, რომ ტრეიდერის სტრატეგია კონსერვატიულია.

  • რა არის დანაკლისი?

    მიმდინარე დანაკლისი - ეს არის სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს სავაჭრო ანგარიშის მიმდინარე მდგომარეობას (შემოსავლიანობას) მისი შემოსავლიანობის მიხედვით ისტორიული მაქსიმუმის მიმართებაში.

    მაქსიმალური დანაკლისი - ეს არის სიდიდე, რომელიც გვიჩვენებს შემოსავლიანობის მაქსიმალურ დაწევას, წინა ლოკალურ მაქსიმუმთან შედარებით, რომელიც მიღწეული იყო ტრეიდერის ანგარიშის მთელი ისტორიის მანძილზე.

  • რას ნიშნავს აღდგენის ფაქტორი?

    აღდგენის ფაქტორი - ეს არის ტრეიდერის შედეგების შეფასება, რომელიც ანგარიშდება როგორც მიმდინარე შემოსავლიანობის თანაფარდობა მაქსიმალურ დანაკლისთან მიმართებაში. აღდგენის ფაქტორი გვიჩვენებს, რამდენად აღარიბებს შემოსავლის მაქსიმალური დანაკლისის სიღრმეს. ერთნაირი შემოსავლიანობის მქონე ორი ტრეიდერის შედარების დროს უკეთესად ითვლება ის, რომლის აღდგენის ფაქტორი უფრო მაღალია, რადგან მისი შემოსავლიანობა მიღწეული იყო უფრო ნაკლები დანაკლისით.

  • რას ნიშნავს შარპის კოეფიციენტი?

    შარპის კოეფიციენტი - ტრეიდერის შედეგების შეფასებაა, რომელიც ანგარიშდება როგორც შემოსავლიანობის თანაფარდობა შემოსავლიანობის ცვალებადობასთან (რხევები) მიმართებაში. შემოსავლიანობის რხევები - ეს რისკია. მაღალი რხევები - ეს მაღალი რისკია და მათ უფრო მაღალი შემოსავალი უნდა მოჰქონდეთ. ერთნაირი შემოსავლიანობის მქონე ორი ტრეიდერის შედარების დროს უფრო უკეთესია ის, რომლის შარპის კოეფიციენტი უფრო მაღალია, რადგან შემოსავალიანობა მიღწეული იყო ნაკლები რისკებით.

ნავიგაციის გასაუმჯობესებლად TeleTrade-ის საიტზე გამოიყენეთ cookies თქვენს ინტერნეტ-სერვისებში. საიტის დათვალიერების გაგრძელების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით cookies გამოყენებას. თუ თქვენ არ ეთანხმებით cookies-ის გამოყენებას, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ პარამეტრები ნებისმიერ დროს.

  • © 2000-2017 Teletrade D.J. Limited

    This site is managed by Teletrade D.J. Limited 20599 IBC 2012 (First Floor, First St. Vincent Bank Ltd Building, James Street, Kingstown, St. Vincent and the Grenadines)

  • ინფორმაცია ვებ- საიტზე განთავსებულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის.ყველა აღწერილი მომსახურება და ინფორმაცია მიღებულია საიმედო წყაროებიდან .

    Teletrade D.J. Limited («TeleТrade») მოგვაწოდებენ მომსახურებას და ინფორმაციას გარანტიის გარეშე.ამ ინფორმაციის გამოყენებით , თქვენ ეთანხმებით იმას რომ TeleTrade არ აგებს პასუხს დანაკარგებზე მიღებული ამ ინფორმაციის და მომსახურების გამოყენების შედეგად.

  • ინტერნეტში მუშაობის გასაუმჯობესებლად , TeleTrade იყენებს cookies თავის ინტერნეტ-სერვისებში.თუ თქვენ რჩებით საიტზე თქვენ ეთანხმებით გამოიყენოთ cookies. თუ არ ეთანხმებით გამოიყენოთ cookies, შეგიძლიათ შეცვალოთ ბრაუზერის პარამეტრები ნებისმიერ დროს. ვრცლად

  • ამ მომენტისთვის კომაპნია Teletrade D.J. Limited მომსახურეობა მიუწვდომელია აშშ მოქალაქეებისთვის.

Служба технической поддержки:
8-800-200-31-00, support@teletrade-dj.com

  • Онлайн-консультация
  • Заказать звонок
  • Написать письмо
დაგვიკავშირდით
გააზიარეთ
სოციალურ ქსელში
ონლაინ-კონსულტანტი
ზარის შეკვეთა
ზევით